მიხეილ ყაველაშვილი რომან გოცირიძეს - შენ მაინც გაჩუმდი, აქ რომ ელოდებოდი პარლამენტის შტურმით აღებას,  მომღიმარი სახით რომ ელოდებოდი მელიას შემოვარდნას

თქვენ პარლამენტის სასესიო დარბაზი შეარცხვინეთ. ამოგეწურათ მორალური საშვი, - ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმართა. მან „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა, დაანებონ დღის წესრიგს თავი და ის მოვლენები განიხილონ, რაც 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ განვითარდა.

„დღეს თქვენ ბიუროს სხდომაზე ვერ აგცდებათ იმაზე საუბარი, თუ რა მოხდა ამ დღეებში. ამიტომ ჩათრევას ჩაყოლა ჯობია. მოუხმეთ კეთილგონიერებას, თავი დაანებეთ პროცედურულ ჩხირკედელაობას და დავიწყოთ მთავარ საკითხზე საუბარი. შეწყვიტეთ ახლა ამ პროცედურებზე და რეგლამენტის სიწმინდის დაცვაზე საუბარი. რეგლამენტის სიწმინდე კი არა, პარლამენტის სიწმინდე ვერ დაიცავით. კომუნისტი გავრილოვი შემოათრიეთ აქ. თქვენ ის დარბაზი შეარცხვინეთ. ამოგეწურათ მორალური საშვი. იმ დარბაზში თქვენ საშვი არა გაქვთ,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებას უმრავლესობის წევრების გაღიზიანება და სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„შენ მაინც გაჩუმდი, აქ რომ ელოდებოდი პარლამენტის შტურმით აღებას. მომღიმარი სახით რომ ელოდებოდი მელიას შემოვარდნას,“ - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა გოცირიძეს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო