„თელასის“ გუნდი უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამედ გავიდა

საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის 2018-2019 სეზონის ჩემპიონატი სს „თელასის“ გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

„თელასის“ ფეხბურთელები ჩემპიონატის გამარჯვებულები უკვე მესამედ გახდნენ და უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. საქართველოს ჩემპიონის ტიტული „თელასის“ გუნდმა ფუტსალის ლიგის 2015-2016 და 2016-2017 წლეების საზონებშის მოიპოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, წელს საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 28 ივნისს დასრულდა. ჩემპიონატის ბოლო მატჩში, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, „თელასის“ ფეხბურთელებმა ანგარიშით 2:0 გუნდი „TMC თბილისი“ დაამარცხეს. მატჩის შემდეგ გამარჯვებული გუნდის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს ჩემპიონატი ფუტსალში უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის ორ ეტაპად ტარდებოდა და მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 8 გუნდი მონაწილეობდა. „თელასის“ ფეხბურთელებმა 18 მატჩი ჩაატარეს.

„საქართველოს ფუტსალის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის გამარჯვებული ავტომატურად ხვდება უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ივლისის დასაწყისში უეფა ჩაატარებს კენჭის ყრას, სადაც გაირკვევა „თელასის“ გუნდის სავარაუდო მეტოქე.

„თელასის“ გუნდი ფუტსალში უკვე 19 წელია არსებობს და მნიშვნელოვან შედეგების მიაღწია. ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, 2013, 2014 და 2015 წლებში, „თელასის“ გუნდი „ინტერრაო ეეს“-ის მინიფეხბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა