გამოცდაზე დაგვიანების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გამოცდაზე კი არ გამოცხადდა 41 აბიტურიენტი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად მურადაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პირველ სესიაზე სულ 497 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული.
„საგამოცდო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, ცენტრი აღჭურვილია კონდიცირების სისტემით, რომელიც გამართულია და ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ეროვნული გამოცდები“, - განაცხადა ზვიად მურადაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"