წყნეთში და ნუცუბიძის მიკრორაიონებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

წყნეთში, ასევე, ნუცუბიძის V და II მიკრორაიონებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ნუცუბიძის V მიკრორაიონის II კორპუსთან არსებულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება საპარკე ინფრასტრუქტურა - ურბანული ავეჯი, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, მათ შორის ე.წ. „ზიპ ლაინი“, მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები.

მერიის ცნობითვე, წყნეთში, „გ ზონაში“ და ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის N3-N4 კორპუსებთან, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დასასვენებელი სივრცეები გამწვანდება, მოეწყობა საბავშვო მოედანი და დამონტაჟდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს სულ 20 დასასვენებელი სივრცის განახლება და მოწყობაა დაგეგმილი, მათი ნაწილი უკვე განხორციელებულია. სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიები - „ინტერტექნოლოგი“ და „ემემი“ ასრულებენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო