დავით ზალკალიანი - მოხარული ვარ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად ჟოზეფ ბორელის შერჩევის გამო - ის ჩვენი ევროპული არჩევანის მხარდამჭერია

მოხარული ვარ საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე ჟოზეფ ბორელის შერჩევის გამო, ის არის ჩვენი ევროპული არჩევანის და მისწრაფებების მხარდამჭერი,- ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე ჟოზეფ ბორელის არჩევას.

მინისტრის თქმით, ჟოზეფ ბორელის მსგავსი ფასეულობების, გლობალურ საკითხებზე შეხედულებებისა და დიდი დიპლომატიური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის უმთავრესი მიზნების და ამოცანების განხორციელებაში

„მოხარული ვარ საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს მეგობრის და ჩემი კოლეგის ჟოზეფ ბორელის შერჩევის გამო. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად მოღვაწეობის პერიოდში ჩვენ ხშირად გვქონია შეხვედრის და აზრთა გაცვლის შესაძლებლობა. მისი ფასეულობების, გლობალურ საკითხებზე შეხედულებებისა და დიდი დიპლომატიური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის უმთავრესი მიზნების და ამოცანების განხორციელებაში, რაც უკავშირდება ევროპის კონტინენტზე და მსოფლიოში მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას. საქართველო ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად დაუახლოვდა ევროკავშირს, ბატონი ბორელი არის ჩვენი ევროპული არჩევანის და მისწრაფებების მხარდამჭერი და მე დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე მისი მოღვაწეობის პერიოდში, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ ევროკავშირში ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით ზალკალიანი - მოხარული ვარ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად ჟოზეფ ბორელის შერჩევის გამო - ის ჩვენი ევროპული არჩევანის მხარდამჭერია

მოხარული ვარ საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე ჟოზეფ ბორელის შერჩევის გამო, ის არის ჩვენი ევროპული არჩევანის და მისწრაფებების მხარდამჭერი,- ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე ჟოზეფ ბორელის არჩევას.

მინისტრის თქმით, ჟოზეფ ბორელის მსგავსი ფასეულობების, გლობალურ საკითხებზე შეხედულებებისა და დიდი დიპლომატიური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის უმთავრესი მიზნების და ამოცანების განხორციელებაში

„მოხარული ვარ საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს მეგობრის და ჩემი კოლეგის ჟოზეფ ბორელის შერჩევის გამო. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად მოღვაწეობის პერიოდში ჩვენ ხშირად გვქონია შეხვედრის და აზრთა გაცვლის შესაძლებლობა. მისი ფასეულობების, გლობალურ საკითხებზე შეხედულებებისა და დიდი დიპლომატიური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის უმთავრესი მიზნების და ამოცანების განხორციელებაში, რაც უკავშირდება ევროპის კონტინენტზე და მსოფლიოში მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას. საქართველო ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად დაუახლოვდა ევროკავშირს, ბატონი ბორელი არის ჩვენი ევროპული არჩევანის და მისწრაფებების მხარდამჭერი და მე დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე მისი მოღვაწეობის პერიოდში, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ ევროკავშირში ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია