ლაშა დარსალია - ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, არასწორია ინფორმაცია, თითქოს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი ჩაიშალა.

„სწორი არ არის, რომ ეს შეხვედრა ჩაიშალა, შეხვედრა დასრულდა. ისევე, როგორც ყველა რაუნდზე, როცა დგება საკითხი დევნილთა დაბრუნებაზე, რუსეთის დელეგაცია ტოვებს ხოლმე შეხვედრას, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი თემა. ერთადერთ საკითხს - დევნილთა საკითხს ისინი არ განიხილავენ. როგორც კი ეს საკითხი დგება, ისინი შეხვედრას ტოვებენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა“, - აცხადებს დარსალია.

მისი განმარტებით, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა.

„ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც დღის წესრიგში იდგა, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის საკითხი იყო, ანუ საქართველოს დელეგაციამ დააყენა ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან. ასევე, დავაყენეთ ყველა ის საკითხი, რომელიც სამწუხაროდ, ტრადიციულად დგას ჟენევის დღის წესრიგში. მთავარი თემა იყო, გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხი, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა, ასევე ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება. ხაზი გავუსვით, რომ გადასასვლელების ჩაკეტვა მძიმედ მოქმედებს ადგილობრივ მოსახლეობაზე და ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციის მხრიდან საკითხი დაისვა, რომელიც დაკავშირებული იყო უსაფრთოხებასთან, ადამიანის უფლებებთან, მათ შორის იყო, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაზე საუბარი, მათ შორის იყო, კვარაცხელიას, არჩილ ტატუნაშვილის, ოთხოზორიას შემთხვევები. სამწუხაროდ, თემები, რომლებიც ვერ წყდება, ეს არის დევნილთა დაბრუნების საკითხი და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მოგეხსენებათ, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე მუშაობას გულისხმობს. სამწუხაროდ, არც ერთ პუნქტთან დაკავშირებით, ჩვენ წინსვლა არ გვაქვს“, - განაცხადა დარსალიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო