შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, უფლებამოსილების შეჩერება 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით მოხდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება დროებით, გამოძიების დასრულებამდე აქვს შეჩერებული.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"