გრიგოლ გიორგაძე ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი თბილისში, ავარიულ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, უწყება უახლოეს მომავალში, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 800-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს. საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ქულათა სისტემით, განაწილდება. ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების, უპირობო, განსახლების საკითხი, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ. ამ ეტაპზე, თბილისში 20-მდე ავარიული შენობა დაიხურება და დევნილი ოჯახები, რომლებიც, წლების განმავლობაში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ გიორგაძე პირადად ეცნობა იმ იძულებით გადაადგილებული ოჯახების მდგომარეობას, რომლებიც ავარიულ ობიექტებში ცხოვრობენ.

„ბინების განაწილებისა და ნგრევადი შენობების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მიიღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შედიან. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღია ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა