საბურთალოს რაიონში 43 სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

საბურთალოს რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მეორე კვარტალში 43 სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 732 060 ლარი დაიხარჯა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, თანადაფინანსებულმა პროექტებმა მოიცვა ლიფტების, სახურავების, წყალარინების ქსელის, სართულშუა ნაპრალების ამოვსებისა და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მათ შორის, 13 მისამართზე დასრულდა სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები; 4 მისამართზე რეაბილიტირდა წყალარინების ქსელი; 8 მისამართზე რეაბილიტირდა სახურავები; შეკეთდა 10 ლიფტი; სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშოები განხორციელდა 2 მისამართზე, ასევე მოწესრიგდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.

მერიის ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გამგეობის მიერ სამუშაოები 100%-ით დაფინანსდა. სამუშაოების ღირებულების 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განთავსდა, რომელსაც გარკვეულ ვადაში ამხანაგობა საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარს.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია