დავით ზალკალიანი - დავით გარეჯის საკითხზე ექსპერტთა დონეზე შეხვედრა გარკვეული პერიოდით გადაიწია, მაგრამ აუცილებლად შედგება

გარკვეული პერიოდით გადაიწია, მაგრამ აუცილებლად შედგება ექსპერტთა დონეზე შეხვედრა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა. მისი ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთებს ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე შეისწავლის, თუმცა მინისტრი ვერ აკონკრეტებს ზუსტ თარიღს, როდის მოხდება ეს.

"ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან. ეს კონტაქტები არის ყოველდღიურ რეჟიმში. საორგანიზაციო ტექნიკური სამუშაოების გამო გარკვეული პერიოდით გადაიწია, მაგრამ აუცილებლად შედგება ექსპერტთა დონეზე შეხვედრა, როგორც იყო მოლაპარაკებული პირველი რაუნდის შეხვედრის დროს. ეს ექსპერტთა შეხვედრა იქნება კარგი შესაძლებლობა ადგილზე სიტუაციის შესწავლისთვის. ამ ექსპერტთა შეხვედრას აუცილებლად მოჰყვება მეორე რაუნდი. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ჩვენს კოლეგებთან თარიღებზე შეთანხმება. ჩვენ მზად ვართ, რომ დღესაც კი გაიმართოს, მაგრამ ბუნებრივია, ეს ორმხრივი შეთანხმებაა,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო