უკრაინის პროკურატურა ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ქონების დაყადაღებას ითხოვს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ კიევის პეჩორის რაიონულ სასამართლოს მიმართა, ყადაღა დაადოს უკრაინის ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ქონებას.

ვიქტორ იუშჩენკოს ბრალად ედება თანამონაწილეობა ექს-პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ სახელმწიფო რეზიდენცია „მეჟიგორიეს“ ხელში ჩაგდებაში. ამ საკითხს განიხილავს მოსამართლე პიდპალიი. სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. იანუკოვიჩი აღნიშნულ რეზიდენციაში 2010-2014 წლებში ცხოვრობდა, პრეზიდენტობის დროს, მაგრამ სახელმწიფო რეზიდენცია მის საკუთრებაში 2007 წელს, მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში აღმოჩნდა.

„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიქტორ იუშჩენკომ დაადასტურა, რომ 4 ივლისს დაბარებული იყო გამომძიებელთან. ვქტორ იუშჩენკო ბრალდებებს უარყოფს და საქმეში პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს.

„მოკლედ ეჭვის არსი იმაში მდგომარეობს, თითქოს მე 2002 წელს გავურიგდი იანუკოვიჩს, რომ მას ხელში ჩაეგდო რეზიდენცია „მეჟიგორიე“, - წერს იუშეჩნკო.

იხილეთ ვიდეო: უკრაინის პროკურატურა ექს-პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ქონების დაყადაღებას ითხოვს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს