გიორგი ტყემალაძე საქართველოში რუმინეთის ელჩს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრას თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ესწრებოდა.

მათივე ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი თვითმმართველობების დონეზე რუმინეთთან და ქალაქ ბუქარესტთან ურთიერთობის გაღრმავების მზადყოფნას გამოთქვამს. ამ კონტექსტში, შეხვედრაზე თბილისის და ბუქარესტის დამეგობრების საკითხზე ისაუბრეს.

„თბილისის მუნიციპალიტეტი არაერთ რეფორმას და პროექტს ახორციელებს და ამ პროცესში ბუქარესტის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ამავე დროს, სასიხარულოა, რომ ჩვენი დედაქალაქების დამეგობრების შესახებ აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, მალე თბილისი და ბუქარესტი ამ საპატიო სტატუსს მიიღებენ. იმედია, ეს შეხვედრა ჩვენს ქალაქებს შორის უფრო აქტიური თანამშრომლობის დასაბამი იქნება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი ტყემალაძემ და რადუ ლივიუ ჰორუმბამ იმედი გამოთქვეს, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა შედეგიანი იქნება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025