დონალდ ტრამპი 2020 წლის მოსახლეობის აღწერაში მოქალაქეობის შესახებ კითხვის ჩასმას ცდილობს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 2020 წლის მოსახლეობის აღწერისას ანკეტაში მოქალაქეობის შესახებ კითხვის ჩასმას ცდილობს. ამის მისაღწევად, თეთრი სახლის იურისტებმა სასამართლოს საკმარისი არგუმენტები ვერ წარუდგინეს. სასამართლოს მიერ დათქმული ვადა არგუმენტების წარდგენისთვის გუშინ ამოიწურა. თუმცა, ტრამპი უკან არ იხევს და ამ კითხვის ჩასმას ანკეტაში მაინც აპირებს.

როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, „მათ ამის გასაკეთებლად ოთხი თუ ხუთი საშუალება აქვთ, თუმცა ტრამპს დეტალები არ დაუზუსტებია.

მოსახლეობის აღწერა აშშ-ში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. კითხვა მოქალაქეობის შესახებ ანკეტაში 1950 წლის შემდეგ არ ყოფილა. თუმცა 1970 წლიდან 2000 წლამდე ეს კითხვა ანკეტაში მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებთან დამატებით ფიგურირებდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამ კითხვაზე პასუხს სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს. დღეს აშშ-ში მილიარდობით დოლარი ქალაქებზე და შტატებზე ნაწილდება რეალური მოსახლეობის თანახმად და არა აშშ-ის მოქალაქეობის მქონე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ამავე პრინციპით ხდება ადგილების გასაზღვრა კონგრესში.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია