სასამართლოში გიორგი ბარამიძის დაკითხვა დასრულდა

სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გიორგი ბარამიძის დაკითხვა დასრულდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბარამიძე საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს თითქმის 2 საათის განმავლობაში პასუხობდა.

„კითხვები ეხებოდა იმას, რაც დაკავშირებულია გავრილოვის სისხლიანი დარბევის ღამეს თუ რა უძღვებოდა წინ, რა ხდებოდა, როგორ ჩამოვიდა, რატომ ჩამოიყვანა გავრილოვი ივანიშვილის რეჟიმმა, მიუხედავად ოპოზიციის და საზოგადოების გაფრთხილებისა, მიუხედავად გაფრთხილებისა რატომ მიიყვანეს პრეზიდენტის სასახლეში, მეორე დღეს რატომ მიიყვანეს პარლამენტში, რატომ შეიყვანეს სხდომათა დარბაზში და რატომ აღმოჩნდა საქართველოს მტერი, პუტინის მეტასტაზი და მისი ემისარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ვისაუბრე ამის შემდგომ როგორ განვითარდა მოვლენები, რატომ შეიკრიბა ხალხი, რომელიც აღშფოთებული იყო ამ მოვლენებით, შემდეგ რამ გამოიწვია შეხლა-შემოხლა პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის", - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე განმარტებით, აქციაზე მყოფი ახალგაზრდებიდან, გარკვეული ჯგუფი შეხლა-შემოხლის პროვოცირებას ახდენდა.

„ხაზი გავუსვი იმას, რომ ჩვენდა გასაკვირად, იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად ხალხისგან ნებართვის აღების შემდეგ, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია და გიგი უგილავა იყვნენ წასულები და შეხვედრას ელოდებოდნენ, რატომღაც გაუგებარი მიზეზის გამო, ე.წ. რობოკოპებმა ცრემლსადენი გაზის სროლა დაიწყეს უკანა რიგებში მომიტინგეებისათვის. ამ მომენტიდან ხდება შეხლა-შემოხლის პროვოცირება. გარკვეული ჯგუფი იყო იქ, 15-20 ახალგაზრდა, რომლებიც სახეს ნიღბით იფარავდნენ. ჯერ ილანძღებოდნენ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე არ წახვიდეთო, იგინებოდნენ მოღალატეები ხართო. როცა პოლიციამ ცრემლსადენი გაზის სროლა დაიწყო, ამ ჯგუფიდან გარკვეული რაოდენობა წინა რიგებში აღმოჩნდნენ, რომლებმაც დაიწყეს პოლიციასთან შეხლა-შემოხლა", - განაცხადა ბარამიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს