„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე სასულიერო პირებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მსვლელობას სასულიერო პირები უძღვებოდნენ.

როგორც მამა დავით ისაკაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ისინი პარლამენტთან პარაკლისს გადაიხდიან.

"პირველი, ჩვენი აქ შეკრების მიზანი და მოთხოვნა არის ის, რომ თბილისში და ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარდეს ეს გარყვნილობის აქტი და საერთო საკანონმდებლო დონეზე იქნას აყვანილი ის, რომ არ მოხდეს ამ გადახრის აფიშირება. მეორე ის, რომ დამთავრდეს პოლიტიკური ვნებათაღელვა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დესტრუქციულად განწყობილმა ფაშისტურმა პარტიამ "ევრო-ნაცებმა" წამოიწყეს და გვინდა ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობამ დაისადგუროს. ეს გავრილოვის ღამეც და ლგბტ თემატიკაც, ყველაფერი, არის ამათი მოწყობილი რამდენიმე საელჩოს დახმარებით, მათ შორის - ამერიკის," - განაცხადა მამა დავითმა.

ამასთან, სასულიერო პირმა მიმართა პოლიციის წარმომადგენლებს, პარლამენტთან განთავსებული საპროტესტო ბანერები აიღონ, რადგან „გაუგებარია აქციები, რომლებიც პარლამენტთან მე-18 დღეა იმართება“. როგორც სასულიერო პირმა აღნიშნა, „თუ ვინმეს პოეზიის საღამოს მოწყობა და კონცერტის ჩატარება უნდა, ამისთვის სხვა შესაფერი ლოკაცია არსებობს“.

„ამიტომ მივმართავ პოლიციას, გთხოვთ, უმოკლეს ვადაში, რამდენიმე წუთში დაიწყეთ ამ მარაზმის დემონტაჟი. ეს ჩვენი ქალაქია“, - აღნიშნა მამა დავითმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები