დეკანოზი დავით ისაკაძე - არაერთ ქვეყანაში შეძლეს ჩაეტარებინათ ჭინკების აღლუმი, მაგრამ საქართველოში ვერ შეძლეს და ვერც მომავალში შეძლებენ

არაერთ ქვეყანაში შეძლეს ჩაეტარებინათ ჭინკების აღლუმი, მაგრამ ვერ შეძლეს საქართველოში და ვერც მომავალში შეძლებენ ამას, - ასე მიმართა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებს დეკანოზმა დავით ისაკაძემ.

სასულიერო პირი მოუწოდებს მოქალაქეებს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ერთად დადგნენ, ვინაიდან მისი თქმით, ქართველებს რწმენა აერთიანებს.

„არაერთ ქვეყანაში შეძლეს ჩაეტარებინათ ჭინკების აღლუმი, მაგრამ ვერ შეძლეს საქართველოში და ვერც მომავალში შეძლებენ ამას. ქართველებს ერთმანეთთან გვაკავშირებს ჩვენი რწმენა, მართლმადიდებლობა. მინდა, მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელიც სხვა აზრზეა დამდგარი, ძმებო და დებო, ერთად ვიყოთ. მიუხედავად ჩვენი განსხვავებული აზრებისა, სარწმუნოება გვაქვს ერთი და ამას უნდა გავუფრთხილდეთ", - განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები