რომან გოცირიძე - ერთი ჟურნალისტის უმსგავსო საქციელი დიდი ლუსტრაციის  ეფექტის მქონე აღმოჩნდა

ერთი ჟურნალისტის უმსგავსო საქციელი დიდი ლუსტრაციის ეფექტის მქონე აღმოჩნდა, მან უზარმაზარი მამხილებელი როლი ითამაშა, -ასე შეაფასა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „რუსთავი 2“- ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას გუშინდელი მონოლოგი. როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, გუშინდელმა მოვლენებმა საზოგადოებას აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს.

„ორი აზრი არ არსებობს, გაბუნიას განცხადება დაგმო ყველამ და არა მგონია, ვინმეს მოსწონებოდა, მაგრამ ერთი ჟურნალისტის ასეთი უმსგავსო საქციელი აღმოჩნდა ძალიან დიდი ლუსტრაციის ეფექტის მქონე. მან უზარმაზარი მამხილებელი როლი ითამაშა. ამან აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს, საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის მონა-მორჩილი ხელისუფლება; საქართველოს არ ჰყავს პრემიერი და პრეზიდენტი , რომლებსაც ადეკვატურად შეუძლიათ შეაფასონ მოვლენები, რომ საქართველოში არის რუსეთის მეხუთე კოლონა, რუსეთის აგენტურა არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, რომლებიც ამოფარებულები არიან ეკლესიას, სამღვდელოებას და ბიზნესს. ისინი ნებისმიერ შესაფერის მომენტში წამოყოფენ თავს და ზოგი ბრბოს სახით მოგვევლინება, ზოგი დაქირავებული აგენტურის სახით. ქვეყანა არის საფრთხეში და ამ ხელისუფლებების პირობებში არ უწერია ამ ქვეყანას არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური, არ დემოკრატიული განვითარება. გაბუნია დაავიწყდება ერთ კვირაში ყველას, მაგრამ იმდენად მასშტაბურ ფიგურას შეეჭიდა - პუტინს, დიქტატორს, რომ ჟურნალისტიკის მსოფლიო სახელმძღვანელოებში შევა, როგორც უხამსობისა და პროვოკაციის მაგალითი, მაგრამ ამავე დროს შევა ისტორიაში, როგორც საქართველოს ხელისუფლების ნიღბის ჩამომხსნელი და საზოგადოებისთვის ამ ხელისუფლების რეალური სახის მაჩვენებელი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. ვლადიმერ პუტინს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში აგინა. გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანებმა ნიკა გვარამიამ და ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადეს. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ დაწყებულიყო გამოძიება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე, ასევე, ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას დაეტოვებინა არხი. მოგვიანებით, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ არხი მაუწყებლობას წყვეტს, რადგან იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე მუშაობდნენ, არ იყო დაცული. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დილიდან განაახლა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო