გურამ ფალავანდიშვილი სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო

ლევან ვასაძის თანამოაზრე, გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაშია მიცემული, სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო. მას სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნათია ტოგონიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გურამ ფალავანდიშვილის მხრიდან წვრილმან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ის სამართალდამრღვევად სცნო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ორი მოწმე, ალექსანდრე ფალავანდიშვილი და დავით ლორთქიფანიძე დაიკითხნენ. დაკითხულმა მოწმეებმა სხდომის მიმდინარეობისას განაცხადეს, რომ გურამ ფალავანდიშვილს სამართალდამცავებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც წინააღმდეგობა გაუწევია.

გურამ ფალავანდიშვილი სამართალდამცავებმა 20 ივნისს დააკავეს. მას 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და საზოგადოებრივი წერიგის დარღვევას გულისხმობს.

ცნობისთვის, გურამ ფალავანდიშვილთან სამართალდამცავები გამოკითხვაზე დაბარების მიზნით უწყების ჩასაბარებლად მივიდნენ, რა დროსაც, ფალავანდიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს