სოფო კილაძე - რაც "რუსთავი2"-ში მოხდა, შემთხვევითი არ იყო, სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის მიმართ ასეთი მტრული დამოკიდებულება იკვეთება

თუკი “რუსთავი 2“ და ის ადამიანები, ვინც არხზე სარედაქციო პოლიტიკას ქმნიან, გიორგი გაბუნიას მიმართვით აღშფოთებული იყვნენ, შეეძლოთ მაუწყებლობა მაშინვე გაეთიშათ - აქედან გამომდინარე ვასკვნი, რომ ის რაც მოხდა, ზოგადი პოლიტიკის ნაწილი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მას არ ჰგონია, რომ რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვა მხოლოდ გაბუნიას პოზიცია იყო.

“თუ მეკითხებით, უნდა დავიცვათ თუ არა გამოხატვის თავისუფლება, გიპასუხებთ, რომ კი, ეს არის ჩვენი მოვალეობა, მაგრამ ის, რაც გიორგი გაბუნიამ თქვა, ჩემი აზრით, ეს არ არის აზრის გამოხატვა სამართლებრივ და კონსტიტუციურ ფარგლებში. ეს იყო ისეთი რამ, რაც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში საერთოდ არ ჯდება. აქედან გამომდინარე, ეს იყო მიუღებელი მთელი ქართული საზოგადოებისთვის და იყო მიუღებელი აბსოლუტურად სამართლიანად.

უნდა იყოს თუ არა აგრესია ჟურნალისტებზე და შეიძლება თუ არა გამართლდეს აგრესია ჟურნალისტებზე, ზოგადად, როდესაც ჟურნალისტი თავის მოვალეობას ასრულებს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველა ჟურნალისტის საქმიანობა უნდა იყოს დაცული. ის დაცულია კანონით და ფაქტობრივადაც დაცული უნდა იყოს. ჩემი აზრით, რაც “რუსთავი2”-ში მოხდა, შემთხვევითი არ იყო - ძალიან სამწუხაროა, როდესაც საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი მტრული დამოკიდებულება იკვეთება, როდესაც დარტყმის ქვეშ აყენებ ძალიან ბევრ რამეს“, - განაცხადა კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო