გორში ხანძრის შედეგად 16 წლის ახალგაზრდა დაშავდა

გორში, მშვიდობის გამზირზე, ხანძრის შედეგად 16 წლის ახალგაზრდა დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული დედათა და ბავშვთა რეგიონულ ცენტრ ,,იავნანაში“ გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მოზარდი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.

,,კლინიკაში შემოყვანისას, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო. ამჟამად გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი და მკურნალობა“, - განაცხადა დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია ლაზარაძემ.

ხანძარი, სავარაუდოდ, სანთლიდან გაჩნდა.

იხილეთ ვიდეო: გორში ხანძრის შედეგად 16 წლის ახალგაზრდა დაშავდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა