საპატრიარქოს პრესსპიკერი ბათუმის კონფერენციაზე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპატრიარქო მზად არის გახსნას კარი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რათა მათ ეკლესიასა და ეკლესიის პოზიციაზე ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა და არ იყოს ინტერპრეტირებული სხვა ადამიანების მიერ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მსგავსი კონფერენცია არის ამის ძალიან კარგი საშუალება. ჩვენ ვესაუბრეთ ელჩებს, ევროკავშირის კომისარს. მნიშვნელოვანია რომ ეკლესიასა და ეკლესიის პოზიციებზე ჰქონდეთ სწორი წარმოდგენა ჩვენგან და არა შუამავლების საშუალებით იმიტომ, რომ გზაში ინფორმაცია ყოველთვის იცვლის თავის ფორმას და ხშირად თუ კომუნიკაციაში არის ნაკლებობა, ვიღაცა თავის ინტერპრეტაციით ავსებს, ამიტომ ჩვენ შემდგომშიც შევეცდებით, რომ გვქონდეს ღია კარი იმისთვის, რომ სრულყოფილი კომუნიკაცია შედგეს ყველასთან“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები