მამუკა ბახტაძე - სასწავლო პროგრამიდან „დედა ენის“ ამოღება უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად მოხდა

სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების სამართლიანი და ობიექტური გულისწყრომა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში განაცხადა, სადაც დააანონსა, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ადაპტირებული ვერსია დაბრუნდება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იაკობ გოგებაშვილმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ისტორიულ მისიაში, რასაც ერქვა ქართული ენის გავრცელება. მისივე თქმით, სექტემბრიდან „დედა ენა“ სასწავლო პროგრამაში დაბრუნდება.

„იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს როდესაც წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ ეს წიგნი გადაცემულიყო თაობიდან თაობას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა, ქართული ენა და ქართული ანბანი. შემდეგ მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის წმინდა და სათაყვანებელი, მაგრამ სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან . სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს