ფოთი-სენაკის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ფოთი-სენაკის ავტომაგისტრალის ჭალადიდის მონაკვეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ,,ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილი ,,ოპელის“ ტიპის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ,,ოპელის“ მძღოლი და მასთან ერთად მყოფი პირი დაშავდნენ.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთი დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში, მეორე კი ხობის საავადმყოფოში გადაიყვანა.

,,112-ის ბრიგადამ შემოიყვანა 26 წლის მამაკაცი. მას აღენიშნება ზედაპირული ტრავმები. ის მოთავსებულია მიმღებ-დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და სამედიცინო კვლევები უტარდება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, 29 წლის მამაკაცს, ექიმების ინფორმაციით, მას მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს და აღენიშნება რამდენიმე ზედაპირული ჭრილობა. მათივე ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი