თოიძის N30-ში ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თოიძის N30-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკვლისა და კედლების გამაგრება, ლითონის კუთხოვანებით ფანჯრებისა და კარების ღიობების მოჩარჩოება ხდება. ასევე, შეიცვლება საერთო სარგებლობის კიბე. შენობის მძიმე ავარიულობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ნაგებობის ნაწილის დემონტაჟი. ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს.

საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.

„თოიძის N30-ში, თბილისური ტიპის ეზოში, სადაც რვა ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი სახლი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. სახლის ავარიულობა ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ჩვენი ინიციატივითა და მოსახლეობასთან შეთანხმებით, ავარიული შენობის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ, მოსახლეობას კი დროებით, საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და ადგილობრივები შეძლებენ, რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლში დაბრუნდნენ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მერიის ცნობით, სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „მშენებელი +“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 166 000 ლარია

მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში კაპიტალურად თბილისური ტიპის რვა საცხოვრებელი სახლი გამაგრდა, ხოლო ათ მისამართზე გამაგრების სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თოიძის N30-ში ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თოიძის N30-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკვლისა და კედლების გამაგრება, ლითონის კუთხოვანებით ფანჯრებისა და კარების ღიობების მოჩარჩოება ხდება. ასევე, შეიცვლება საერთო სარგებლობის კიბე. შენობის მძიმე ავარიულობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ნაგებობის ნაწილის დემონტაჟი. ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს.

საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.

„თოიძის N30-ში, თბილისური ტიპის ეზოში, სადაც რვა ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი სახლი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. სახლის ავარიულობა ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ჩვენი ინიციატივითა და მოსახლეობასთან შეთანხმებით, ავარიული შენობის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ, მოსახლეობას კი დროებით, საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და ადგილობრივები შეძლებენ, რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლში დაბრუნდნენ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

მერიის ცნობით, სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „მშენებელი +“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 166 000 ლარია

მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში კაპიტალურად თბილისური ტიპის რვა საცხოვრებელი სახლი გამაგრდა, ხოლო ათ მისამართზე გამაგრების სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია