„რუსთავი 2“-ის ახალი გენდირექტორი - 2 თვის შემდეგ, როცა გიორგი გაბუნიას მოეხსნება შეზღუდვა, ის ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას

2 თვის შემდეგ, როცა გიორგი გაბუნიას მოეხსნება ის შეზღუდვა, რაც დაუწესა თვითრეგულირების საბჭომ, ის ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა.

კითხვაზე, ხომ არ გადაიხედება შეზღუდვა, რომელიც გიორგი გაბუნიას აქვს დაწესებული, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით დღეს საუბარი არ ყოფილა. ამასთან, მისი თქმით, ვერ ხედავს საფუძველს, რატომ გაჩნდა ეს მოსაზრება.

„ასეთი საკითხი დღეს არ დასმულა. ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული გიორგისთან დაკავშირებით, მაშინ როცა იქნა მიღებული და მას 2 თვით შეეზღუდა გადაცემების წაყვანა არხზე, ეს იყო ალბათ, ის გადაწყვეტილება, რომელზეც მე,მგონი ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დიდი კონსესუსი იყო“ , - განაცხადა პაატა სალიამ.

ასევე კითხვაზე, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ნოდარ მელაძეს აქვს მოლოდინი, რომ მასაც ჩაანაცვლებენ, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ მელაძეს „მოლოდინი გაუცრუვდება“

„ალბათ, მოლოდინი გაუცრუვდება მას, თუ ამას ელოდება. ასეთი რამ არ მითქვამს, ასეთი ამოცანა ქიბარ ხალვაშს ჩემთვის არ დაუსახავს. დღესაც გიდასტურებთ იმას, რასაც გუშინ გიდასტურებდით.“ - აღნიშნა პაატა სალიამ.

ამასთან, კითხვაზე, მოსწონს თუ არა „კურიერის“ ეთერში გასული სიუჟეტები, პაატა სალიას კონკრეტული პასუხი არ გაუცია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გავლენას არ მოახდენს.

„მე რა მომწონს და რა არ მომწონს, ეს არის ჩემი საქმე, რომელიც არ ახდენს ზეგავლენას იმაზე, რასაც აკეთებს ნოდარ მელაძე“ , - განაცხადა პაატა სალიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა