თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით, ტურისტული ავტობუსების მოძრაობა დამტკიცებული მარშრუტის დარღვევით დასჯადი ხდება

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობა დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 23 ივლისის სხდომაზე განიხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, სამართალდარღვევად განისაზღვრება და დგინდება ჯარიმები შემდეგი შემთხვევებისათვის: - კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობა დედაქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით - ჯარიმა 100 ლარი.

სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობა დედაქალაქის მთავრობასთან შეუთანხმებლად ან დედაქალაქის მთავრობასთან შეთანხმებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევით - ჯარიმა 100 ლარი.

“დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში გახშირებულია როგორც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები), ისე განსაკუთრებით სპეციალური რეგულარული (გარკვეული ჯგუფის მგზავრები - დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები, სამხედროები და სხვა) გადაყვანის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ავტობუსების მოძრაობა. აუცილებელია ამ ავტობუსების გადაადგილების მოწესრიგება, რაც დედაქალაქში როგორც საგზაო მოძრაობის განტვირთვას, ისე ავტობუსებით მგზავრთა უსაფრთხო მომსახურების დონის ამაღლებას გამოიწვევს“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დეპუტატებმა ზაზა გაბუნიამ და გოგა გულორდავამ მოამზადეს.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ