აშშ-ს მთავრობა მიგრანტების სწრაფი დეპორტაციის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის მთავრობა სწრაფი დეპორტაციის დაწყების ინიციატივით გამოდის. ახალი რეგულაციების მიხედვით, ნებისმიერი მიგრანტის დაუყოვნებლივ დეპორტაცია მოხდება, რომელსაც არ ექნება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვერ დაამტკიცებს, რომ 2 წლის მანძილზე აშშ-ში უწყვეტად ცხოვრობდა.

სწრაფი დეპორტაცია გულისხმობს საიმიგრაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით პროცესის დაწყებას. აღნიშნული გადაწყვეტილება სამშაბათს გამოქვეყნდება.

„ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირი“ აღნიშნულის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, არაერთი წინადადებით გამოვიდა, მათ შორის პრეზიდენტს სურს მექსიკის საზღვარზე დამცავი კედლის აშენება. გარდა ამისა, როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, საიმიგრაციო კონტროლი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დონალდ ტრამპის კამპანიის მთავარი თემა იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს