გია ვოლსკი -  ვიზიარებ, არამარტო ბესელიას, არამედ ყველა ადამიანის მდგომარეობას, ვისაც აბულინგებენ

აბსოლუტურად ვიზიარებ, არამარტო ბესელიას, არამედ ყველა ადამიანის მდგომარეობას, ვისაც აბულინგებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების საქმეს და აღნიშნულთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

კითხვაზე, რატომ ბრაზდება და რატომ აკრიტიკებს მმართველი გუნდი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას განცხადებებს, ვოლსკი პასუხობს, რომ ის ასე ვერ იტყოდა.

"მე ვერ ვიტყოდი, რომ ხშირად ვბრაზდებით ან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ეს არის ერთი ადამიანის საკმაოდ სერიოზული ემოციური მდგომარეობა, რასაც მე პირადად ყოველთვის ვითვალისწინებდი. გამოძიებაც ამის შედეგს გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება აქვს ასეთი ფაქტების მიმართ. ამ ემოციით გადაჭარბება თავის თავისთვისაც არ არის მთლად მისაღები, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პოლიტიკურად საკმაოდ გარკვეულ პოზიციებს უმაგრებს ის, რაც თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს. ანუ, აქ არის ორი ასპექტი: ერთი არის წმინდა ადამიანური, სადაც აბსოლუტურად ვიზიარებ ამ პათოსს და დამოკიდებულებას. მეორე არის ის, რომ თვითონაც კარგად იცის ვინ ფლობდა ჩანაწერებს და ვის შეიძლება აწყობდეს ჩანაწერების გავრცელება, როგორც მისი პირადი პოლიტიკური წონის გასაძლიერებლად, ასევე იმ კრიტიკული დამოკიდებულების გამო, რომელიც შეიძლება გამოხატოს თუნდაც მედიასაშუალებებმა. ორი ნაწილია მორალური და საქმიანი, რომელიც ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.

მე არ ვიცი პოლიტიკურად იყენებს თუ არა აღნიშნულს. ზის სახლში და ფიქრობს როგორ გამოიყენოს პოლიტიკური შედეგისთვის, მე ამას ვერ ვიტყვი. მე შედეგებით ვმსჯელობ და ამის მიხედვით დავყავი ორ ნაწილად. ემოციურში აბსოლუტურად ვიზიარებ, არამარტო მის, არამედ ყველა ადამიანის მდგომარეობას, ვისაც აბულინგებენ, მაგრამ დაბულინგების სხვა ბევრი შემთხვევებიც გვინახავს ბოლო პერიოდში და ვის აწყობს ეს, ისიც კარგად ვიცით. სად არის მისამართი პოლიტიკური გუნდის, რომელიც იწერდა და ავრცელებდა ასე ბინძურ კადრებს და ჩანაწერებს”, - აცხადებს ვოლსკი.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად ეთიკური იყო მაია ცქიტიშვილის განცხადება, ვოლსკი აცხადებს, რომ იმ ადამიანების ეთიკა უნდა შეფასდეს, რომლებიც ყოველდღიურად იგონებენ და ავრცელებენ არარსებულ ინფორმაციებს, ტყუილს, აბულინგებენ და უზნეო ახალ ამბებს იგონებენ ადამიანების მიმართ.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა