ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ ქარელის განცხადებაზე -  ნაფტალინიან ადამიანებზე კომენტარი რომ გავაკეთო, ოქრუაშვილი კი აღარ ვიქნები, გამოშტერებულიშვილი ვიქნები

მიხეილ ქარელის განცხადებაზე კომენტარი რომ გავაკეთო, ოქრუაშვილი კი აღარ ვიქნები, გამოშტერებულიშვილი ვიქნები, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ რას უპასუხებს მიხეილ ქარელის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ 2010 წლის დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ოქრუაშვილმა გააყალბა, უპასუხა, რომ თუ კომენტარს გააკეთებს, ოქრუაშვილი აღარ იქნება.

„მიხეილ ქარელისნაირი ადამიანის განცხადებაზე, ესე იგი ნაფტალინიან ადამიანებზე, კომენტარი რომ გავაკეთო, ოქრუაშვილი კი აღარ ვიქნები, გამოშტერებულიშვილი ვიქნები. აი, ეს არის კომენტარი.“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ ქარელი აცხადებს, რომ ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის გაყალბებული ხელმოწერები. მე პირადად ვარ შესწრებული, როდესაც მან პარიზში მოიტანა ნიმუში ამ ხელმოწერის და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვა გაეყალბებინათ მსგავს ხელმოწერაზე... გარკვეული ხნის განმავლობაში ის ავარჯიშებდა ამ ადამიანებს. მე მზად ვარ როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს წინაშე ვთქვა ამ ადამიანების სახელები და გვარები.

არც გამკვირვებია, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ის შანტაჟის ამ ფორმით წავიდა. მას არანაირი უფლება არ აქვს რომ „რუსთავი 2“-ის მიმართ პრეტენზია განაცხადოს, მით უფრო საკუთრების უფლებაზე“, - განუცხადა მიხეილ ქარელმა „იმედს“.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია