ესპანეთში მთავრობის შექმნა კვლავ ვერ მოხერხდა

სოციალისტების ლიდერმა პედრო სანჩესმა მთავრობის შესაქმნელად საჭირო ხმები პარლამენტში კვლავ ვერ მოაგროვა. მეორე ცდაზეც მას მხარი მხოლოდ საკუთარი პარტიის წევრებმა და კიდევ ერთმა დეპუტატმა დაუჭირეს. 124 მომხრე იყო, 155 წინააღმდეგი, 67-მა თავი შეიკავა.

პირველი კენჭისყრის ჩავარდნის შემდეგ სოციალისტებმა სცადეს კოალიციის შექმნა მემარცხენე „პოდემოს“-თან. მაგრამ ამ უკანასკნელებმა მოითხოვეს ვიცე-პრემიერისა და 5 მინისტრის პორტფელები. ეს სოციალისტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

„მათ ყველაფრის წაღება უნდოდათ“, - განაცხადა სოციალისტმა ვიცე-პრემიერმა კარმენ კალვომ. „პოდემოსის“ ლიდერი პაბლო იგლესიასი მოლაპარაკებების ჩავარდნას სოციალისტებს აბრალებს.

ახლა პარლამენტში გასულ პარტიებს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მოლაპარაკებების საწარმოებლად ორი თვე აქვთ. თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

არჩევნები ესპანეთში 28 აპრილს ჩატარდა. მოქმედი პრემიერის, პედრო სანჩესის სოციალისტური პარტია პირველ ადგილზე გავიდა და 123 მანდატი მოიპოვა, მაგრამ ეს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 350 ადგილიან პარლამენტში საკმარისი არ არის. სანჩესი ინერციით აგრძელებს მოვალეობების შესრულებას.

ამ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა