ილია მეორე - მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას

მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა ქადაგებისას აღნიშნა, ჩვენ ვთხოვთ უფალს წყალობას გაჭირვების დროს, თუმცა უფლისთვის მადლობის შეწირვა გვავიწყდება. პატრიარქმა ქადაგებისას ლოცვა „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო" აღავლინა და მრევლს ერთად გალობისკენ მოუწოდა.

"ეს ლოცვა წარმოიშვა წმ ნიკოლოზის ეკლესიაში. როდესაც ნიკოლოზის ეკლესია იყო ბიბლიოთეკა, ჩვენ ნიკოლოზობას საღამოს მივდიოდით თითქოს წიგნების წასაკითხად, სინამდვილეში ჩვენ პარაკლისს ვასრულებდით. ამ პარაკლისის დროს თითქოს მიკარნახა უფალმა „,დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“ და იმის შემდეგ ჩვენ ვგალობთ ამას. ყველამ ერთად ვიგალობოთ. მთელი კაცობრიობა დაღლილია, მაგრამ წყალობა ღვთისა აღემატება ამ დაღლილობას. ჩვენთანაა უფალი, ჩვენთან არს ღმერთი. დალოცვილი და გახარებული იყავით. ნუ შეგეშინდებათ დაღლილობის. უფალი განსაცდელს უგზავნის კაცობრიობას, მაგრამ სიხარულს და ძალასაც აძლევს .დალოცვილი იყავით თქვენ, საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენთან არს ღმერთი”,-ბრძანა პატრიარქმა.

მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივლისს წმინდა მოწამეთა კვირიკეს და მისი დედის ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. .ქრისტიანული სწავლების მიხედვით, წმინდა მოწამენი, კვირიკე და ივლიტა, მცირე აზიის ქ. იკონიაში ცხოვრობდნენ. წმინდა ივლიტა, წარმოშობით, კეთილშობილი ოჯახიდან იყო. იგი ადრე დაქვრივდა და თავის 3 წლის ბავშვს, კვირიკეს, მარტო ზრდიდა. ივლიტა ქრისტიანი იყო. დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნა რომ დაიწყო, ივლიტა ყრმა კვირიკესთან და 2 ერთგულ მონა ქალთან ერთად, ქალაქიდან წავიდა, დატოვა რა თავისი სახლი, ქონება. მათხოვრის სახით, იგი, თავდაპირველად, სელევკიაში იმალებოდა, შემდეგ კი - ტორსში. დაახლოებით 305 წელს წმინდა ივლიტა იცნეს, შეიპყრეს და მმართველ ალექსანდრეს სამსჯავროზე წარადგინეს.მ რავალი სასტიკი წამების შემდეგ, წმინდა ივლიტას ხმლით თავი მოჰკვეთეს. კვირიკესა და ივლიტას წმინდა ნაწილები წმიდა მოციქულთასწორი მეფის, კონსტანტინეს დროს იქნა მოპოვებული. მათ სახელზე კონსტანტინეპოლში მონასტერი, იერუსალიმის მახლობლად კი - ტაძარი. ხალხის რწმენით, წმინდა კვირიკესა და ივლიტას ევედრებიან ოჯახური ბედნიერებისა და ავადმყოფი ბავშვების განკურნებისთვის.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე