დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი - ტაძრებამდე მისასვლელი გზა კვლავ ბლოკირებულია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაორმაგებულია

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე კარავი გაშალეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) განუცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განმარტავენ, რომ კარავი, რომელიც ადგილზე მოაწყვეს, დროებითია.

„დროებითი კარავია გაშლილი. ინცინდენტის შემდგომ ასე იძახიან, რომ მდგომარეობა დასტაბილურდეს და დასტაბილურების შემდეგ ჩვენ აქედან გავალთო“, - განაცხადა არქიმანდრიტმა.

მისი თქმით ამ ეტაპზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაზრდილია, გაორმაგებულია, რაც შეეხება ვითარებას, ტაძრებამდე მისასვლელი გზა კვლავ ბლოკირებულია.

„მდგომარეობა როგორიც იყო, ისეთია დარჩენილი. უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე პატრულირებენ აზერბაიჯანელი სამხედროები და ჩვენ სამხედროებს იქ მისვლის უფლება არ აქვთ. ასევე, არც ტურისტებს, მომლოცველს და არც მამაოებს“ , - განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა