კახა კალაძე - შარშან კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების რეაბილიტაციაზე 15 მლნ დაიხარჯა, დღეს კატასტროფული შედეგი გვაქვს, კომპანიებს მოუწევთ თავიანთი სახსრებით ამის მოწესრიგება

შარშან კახეთის გზატკეცილის მარცხენა და მარჯვენა სათადარიგო ზოლების რეაბილიტაციაზე 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, დღეს კი კატასტროფული შედეგი მივიღეთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, გზატკეცილის სათადარიგო სავალი ნაწილები, რომელთა რეაბილიტაცია შარშან განხორციელდა, უკვე გაფუჭებულია. თბილისის მერმა მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს იმ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა, რომლებმაც ამ მონაკვეთების რეაბილიტაცია განახორციელეს.

კახა კალაძის განცხადებით, როგორც კი ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ეს კომპანიები საკუთარი სახსრებით სათადარიგო მონაკვეთებს ხელახლა გაუკეთებენ რეაბილიტაციას.

„მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც შარშან განვახორციელეთ. ეს არის კახეთის გზატკეცილის მარჯვენა და მარცხენა მხარის სათადარიგოები. დღეს კი გეტყვით, რომ კატასტროფული შედეგი მივიღეთ. დღეს ეს სათადარიგოები მაქსიმალურადაა დატვირთული იმიტომ, რომ ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შარშან 15 მილიონი დაიხარჯა ორივე პროექტის განხორციელებისთვის. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, რაც დღეს ხდება ამ მონაკვეთებზე. ჭის თავების ირგვლივ სრული კატასტროფაა. თუ იმ კომპანიებს ჰგონიათ, რომ მერია ამ სამუშაოებზე თავიდან გაიღებს ფულს, ძალიან ცდებიან.

როგორც კი ცენტრალური მაგისტრალის სამუშაოები დამთავრდება, ეს გზა ისე უნდა მოწესრიგდეს, რომ საერთოდ პრობლემა აღარ შეიქმნას ამასთან დაკავშირებით. ნამდვილად გულდასაწყვეტია ასეთი მიდგომა. იმ კომპანიებს მოუწევთ თავიანთი სახსრებით ამ ყველაფრის მოწესრიგება. დედაქალაქის მერია 1 თეთრს არ დახარჯავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში