"თიბისი" კაპიტალმა საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

თბილისში, 30 ივლისს, "თიბისი" კაპიტალმა მორიგი კვლევის პრეზენტაცია ჩაატარა. "თიბისის" ინფორმაციით, ახალ კვლევაში გაანალიზებულია ელექტროენერგიის სექტორი 2019 წლის მდგომარეობით.

მათივე ცნობით, ღონისძებას თიბისი ბანკის კლიენტები და სხვა ენერგოსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის შემდეგ, სადისკუსიო პანელზე სტუმრებმა სექტორში არსებული მდგომარეობა მიმოიხილეს

„კვლევის მიხედვით ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა ბოლო 6 წლის განმავლობაში აჭარბებს გამომუშავების ზრდას. ხოლო ელექტროენერგიის დეფიციტმა, 2018 წლის მდგომარეობით 0.9 ტვტ. სთ-ს მიაღწია. მოთხოვნა მზარდია 2019 წლის პირველ ნახევარშიც და შემცირებული გენერაციის ფონზე, წმინდა იმპორტი 0.4 ტვტ. სთ-მდე გაიზარდა, რაც 185%-ით მაღალია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. დღევანდელი მდგომარეობით მოქმედი ჰიდროსადგურების, თბოსადგურებისა და ქარის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 4,000 მგვტ-ს შეადგენს. მათი წლიური გამომუშავება 2018 წელს 12.1 ტვტ. სთ-ის ეკვივალენტი იყო.

თიბისი კაპიტალის მოლოდინით, მიმდინარე და დაგეგმილი ჰიდროსადგურების პროექტების დასრულების ფონზე, 2023 წლისათვის საქართველოში დადგმული სიმძლავრე 600 მგვტ-ით გაიზრდება, რაც დამატებით 2.3 ტვტ. სთ-ით გაზრდის ელ. ენერგიის გენერაციას. თბოსადგურების გამომუშავებასთან ერთად წლიური გენერაცია 14.8 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება. კვლევიდან ჩანს, რომ 2023 წლისათვის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის ფონზე ელ. ენერგიის მოხმარება 28%-ით, 16.1 ტვტ. სთ-მდე გაიზრდება.

ტურიზმი ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 2023 წლისთვის ელ. ენერგიაზე დეფიციტი 1.9 ტვტ. სთ-ს მიაღწევს. აღნიშნულის ფონზე, ზრდადი შიდა მოხმარების დასაბალანსებლად, საქართველოში დამატებით 1,000 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის ჰიდროსადგურების დამონტაჟება გახდება საჭირო“, - აღნიშნულია "თიბისის" ინფორმაციაში.

როგორც "თიბისი" ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გოგა თხელიძემ განაცხადა, „თიბისი" ბანკი ენერგო პროექტების დაფინანსების მხრივ ბაზრის 80% ფლობს, რაც გულისხმობს უკვე განხორციელებულ 220 მილიონი დოლარის ინვესტიციას.

„თიბისი" ბანკი ენერგო პროექტების დაფინანსების მხრივ ბაზრის 80% ფლობს, რაც გულისხმობს უკვე განხორციელებულ 220 მილიონი დოლარის ინვესტიციას, დაფინანსებულ 20 ჰიდროელექტროსადგურს, რომელთაგან 11 უკვე წარმატებით ოპერირებს, ხოლო 9 მშენებლობის სხვადასახვა სტადიაშია.ასევე, ჩვენ, პირველად ქართულ ბაზარზე, დავაფინანსეთ პროექტები წინასწარი შესყიდვის ხელშეკრულების (ppa) გარეშე. ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სინდიკაციას ადგილობრივ და რეგიონალ ბანკებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად. ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის მოძიების მიზნით, ერთმანეთთან ვაკავშირებთ ინვესტორებსა და დეველოპერებს. შედეგად, დაგროვილი გამოცდილება შესაძლებლობას გვაძლევს პარტნიორებს შევთავაზოთ ინოვაციური, კომპანიაზე მორგებული, გრძელვადანი დაფინანსების სტრუქტურა“, - განაცხადა "თიბისი" ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გოგა თხელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ლიდერია განახლებადი ენერგიის მაღალი წილით (78%). ტექნოლოგიებზე ფასების შემცირების ტრენდი მომავალში მზისა და ქარის ენერგიის ათვისებას შეუწყობს ხელს, რაც ჰიდროსადგურების ზრდასთან ერთად ელ. ენერგიაზე ზრდად მოთხოვნას დააბალანსებს. შედეგად, განახლებადი ენერგიის წილი ქვეყანაში გაიზრდება.

ცნობისთვის, "თიბისი" კაპიტალი მომავალში სხვადასხვა სექტორების შესახებ დამატებით კვლევების გამოქვეყნებას გეგმავს. კვლევების მიზანია ბაზრის მონაწილეებს, პოტენციურ ინვესტორებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს გააცნოს სექტორის მიმდინარე მდგომარეობა, მოსალოდნელი სიახლეები და განვითარების პოტენციალი. მსგავსი კვლევები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე tbccapital.ge

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში