კახა კალაძე - გამიხარდებოდა მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული და ალბათ ეროვნული ბანკი დამატებით მოგვაწვდის ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებები გაატარეს იმისთვის, რომ კურსი დასტაბილურდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კალაძის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია არის ძალიან ცუდი და მძიმე.

„რის შედეგად მოხდა ეს ყველაფერი, ძალიან ბევრი ფაქტორია. რა თქმა უნდა, ეს არის აქციებთან დაკავშირებული, ტურისტების შემცირებული ნაკადი და ნაკლები რაოდენობა, ასევე არის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები და გარე ფაქტორები. ყველაფერ ამან ერთობლიობაში მოგვცა ის შედეგი, რაც დღეს არის და არის ძალიან ცუდი. მე გამიხარდებოდა უფრო მეტი ინფორმაციის მიღება ეროვნული ბანკისგან, თუ რა ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული და ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ ლარის კურსის დასტაბილურება მოხდეს. ის, რაც არის დღეს კურსთან მიმართებაში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული და ალბათ ეროვნული ბანკი დამატებით მოგვაწვდის ინფორმაციას, თუ რა ღონისძიებები გაატარეს იმისთვის, რომ კურსი დასტაბილურდეს და წამოვიდეს ქვემოთ“,-აცხადებს კალაძე.

იხილეთ ვიდეო

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!