ირაკლი ბერაია - მიუხედავად რუსეთის ზრახვებისა, ოკუპაცია ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკა

მიუხედავად რუსეთის ზრახვებისა, ოკუპაცია ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკა, - ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც უკანონოდ შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ტერიტორიების ოკუპაცია.

„აგვისტოს ომი არის ყველაზე ტრაგიკული ფურცელი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რასაც შეეწირა ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამოქალაქის, ჩვენი გმირი ჯარისკაცებისა და სამართალდამცველების სიცოცხლე. ჩვენ დავკარგეთ კონტროლი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ახალგორის რაიონზე და კოდორის ხეობაზე, ბევრ სოფელზე. ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20%, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურ რეჟიმში ცდიან საკუთარ თავზე ოკუპაციის მძიმე შედეგებს. რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც უკანონოდ შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა, მიუხედავად რუსეთის ზრახვებისა, ოკუპაცია ვერ განხორციელდებოდა, რომ არა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკა, რამაც კომფორტი შეუქმნა რუსეთს, საქართველოსთან მიმართებაში მიეღწია მისი საგარეო პოლიტიკური ამოცანებისთვის“,- აცხადებს ბერაია.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, „წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო პროვოკაციების შედეგად განვითარებული დაძაბულობების დეესკალაცია“.

„მისთვის მთავარი იყო საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, გამყარება და გახანგრძლივება და არა სახელმწიფო ინტერესები. ამის ნათელი დადასტურებაა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული განცხადებები, რომ თითქოს საქართველომ ომის შემდეგ ამოისუნთქა. სწორედ აქ ჩანს წინა ხელისუფლების დამოკიდებულება და მიდგომები ამ საკითხის მიმართ. ის ვინც ყველაზე მეტად დაზიანდა ომის შედეგად არის საქართველო და მისი მოქალაქეები, ხოლო ის ვინც ყველაზე მეტად ისარგებლა ამით, არის სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. საქართველო და მისი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას. ჩვენ, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით, მშვიდობიანი გზით გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა ბერაიამ.

მისივე თქმით, „საქართველოს აქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს, როგორც დეოკუპაციის მიმართულებით გასატარებელ ნაბიჯებს, დიპლომატიურ ძალისხმევას, ასევე კონფლიქტით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის და შერიგების ღონისძიებებს, რომელსაც აქვს სრული და ერთსულოვანი მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“.

„ჩვენი პასუხი ოკუპაციაზე არის პირველ ყოვლისა მშვიდობა, დეესკალაცია, უწყვეტი განვითარება და გაორმაგებული ძალისხმევა ხელოვნური ბარიერების მშვიდობიანად დასაძლევად. საქართველოს დღეს არის ბევრად უფრო ძლიერი, ბევრად უფრო დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფო. პასუხი ოკუპაციაზე არის უწყვეტი განვითარება და ძლიერი ქართული დემოკრატია, რაც ჩვენ ქვეყანას მიმზიდველს ხდის საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის“,- განაცხადა ბერაიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში