გვატემალას სასჯელაღსრულების დაწესებულების სისტემის ყოფილმა უფროსმა ალეხანდრო ჯამატეიმ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი“ ავრცელებს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „კონსერვატორმა“ კანდიდატმა ხმათა 59%, მისმა მემარცხენე ოპონენტმა სანდრა ტორესმა კი 41% მიიღო.
ჯამატეისთვის ეს პრეზიდენტად არჩევის მეოთხე, ტორესისთვის კი მესამე მცდელობა იყო.
გვატემალელები მთავარ პრობლემად ქვეყანაში უსაფრთხოების არარსებობას ასახელებენ, ამის შემდეგ მოდის უმუშევრობა, ცხოვრების სიძვირე და კორუფცია.
პრეზიდენტს ქვეყანაში ოთხი წლის ვადით ირჩევენ. არჩევნების პირველ რაუნდში, რომელიც 16 ივნისს ჩატარდა, მოგებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა- 50 პროცენტი- 19 კანდიდატიდან ვერც ერთმა მიიღო, რის გამოც მეორე რაუნდში ერთმანეთს საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი დაუპირისპირდა.
63 წლის ალეხანდრო ჯამატეი მოვალეობის შესრულებას 2020 წლის იანვრიდან შეუდგება. პროფესიით ექიმი ალეხანდრო ჯამატეი 2006 წელს გვატემალის სასჯელაღსრულების დაწესებულების სისტემის დირექტორად დანიშნეს. იმავე წელს მან სცადა კონტროლის დამყარება პავონის ციხეზე, რომელსაც დაახლოებით ათი წლის განმავლობაში პატიმრები მართავდნენ. სპეცოპერაციის შედეგად 7 პატიმარი დაიღუპა. ჯამატეის და კიდევ 7 ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა 10-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ ის მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო გაათავისუფლეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"