პაატა სალია - ნიკა გვარამიამ „კურიერის“ საარქივო მასალა მინიმალურ ფასად მიჰყიდა „ინტერმედიას“, რომლის ერთ-ერთი მეწილე კეზერაშვილის ტელევიზიის დირექტორად მოიაზრება

„კურიერის“ უნიკალური საარქივო მასალა, სხვა კომპანიას გადაეცა, - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

პაატა სალიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე მიიღო. პაატა სალიას თქმით, კომპანიის საინფორმაციო სამსახურის საარქივო მასალა „ინტერმედიას“ მინიმალურ თანხად გადაეცა, ხოლო თავად „ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილე ახალი ტელევიზიის დირექტორად მოიაზრება, რომლის გახსნასაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზარაშვილი აანონსებს.

პაატა სალიას განცხადებით, საარქივო მასალა 1994 წლიდან-2019 წლამდე არსებულ კადრებს მოიცავდა. „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ ქმედებაში ნიკა გვარამიას ინტერესები იკვეთება.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ექვსი დღით ადრე, მინიმალურ ფასად მოხდა უნიკალური საარქივო მასალის გაქვითვა. მასალის, რომელიც არის და იყო „კურიერის“ საკუთრება. დღეს ამ მასალაზე უფლება აქვს სხვა კომპანიას, საუბარია „ინტერმედიაზე“, რომლის მეწილეც მოიაზრება ახალი ტელევიზიის გენერალურ დირექტორად. საინტერესოა, რატომ დადო ამგვარი ხელშეკრულება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, როდესაც ფაქტობრივად გადასცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივი მესამე პირს. სავარაუდოდ, მისი {ნიკა გვარამია} ინტერესები იკვეთება“, - განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ, არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ დაანონსებული ახალი ტელევიზიის დირექტორად, ფორმულა "კრეატივის" დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე მოიაზრება.

იხილეთ ვიდეო: პაატა სალია - გვარამიამ "კურიერის" საარქივო მასალა მინიმალურ ფასად მიჰყიდა "ინტერმედიას", გვარამიას სასამართლოში ვუჩივლებთ

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია