ტრამპი იმედოვნებს, რომ ჰონგ-კონგში არსებული რთული სიტუაცია მსხვერპლის გარეშე მოგვარდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჰონგ-კონგში არსებული სიტუაცია ძალიან რთულია, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ სიტუაცია ყველას, მათ შორის ჩინეთისა და „თავისუფლების“ სასარგებლოდ, ისე მოგვარდება, რომ არავინ დაშავდება, ან დაიღუპება.

„ჰონგ-კონგის საკითხი ძალიან რთული სიტუაციაა - ძალიან. ვფიქრობ, ის „თავისუფლების“ სასარგებლოდ, ასევე ყველას, მათ შორის ჩინეთის სასარგებლოდ განვითარდება. იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. არავინ დაშავდება, ან დაიღუპება,“ განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ღონისძიება საპროტესტო აქციებს მიმართ „სრულიად მიუღებელი“ იქნებოდა, ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა კი ყველა მხარეს „ძალადობისგან თავის შეკავებისკენ“ მოუწოდეს.

სამშაბათს კი ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჰონგ-კონგის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაგმო ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის მიკერძოებულობა. მისივე თქმით, მაკკონელის განცხადებებმა დემონსტრანტებს „ძალიან მცდარი სიგნალები“ გაუგზავნა.

იმავე დღეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს მოუწოდა, მის საშინაო საქმეებში ნუ ჩაერევა. აღნიშნული მოწოდება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც წარმომადგენლობითი პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ჰონგ კონგის პოლიციის მიერ „დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობრივი აქტები“ დაგმო.

აშშ ჩინეთის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებში მისი ხელი არ ურევია.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025