მიხეილ კალანდიას საქმეზე დღეს ხორავას ქუჩის ის მცხოვრებლები დაიკითხებიან, რომლებიც მოზარდებს შორის დაპირისპირებას და მკვლელობას შეესწრნენ

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იმ მოწმეების გამოკითხვა მოხდება, რომლებიც ხორავას ქუჩაზე ცხოვრობენ და მკვლელობას შეესწრნენ.

როგორც ანა კოტეტიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე დღეს შუამდგომლობას დააყენებს, სხდომა საჯარო გახდეს.

"დღევანდელ სხდომაზე იქნებიან წარმოდგენილი მოწმეები, რომლებიც უშუალოდ ხორავას ქუჩაზე ცხოვრობენ და შეესწრნენ მომხდარ ფაქტს. დაცვის მხარის შუამდგომლობა იგივე იქნება, კერძოდ, სხდომის საჯაროობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით, სრულწლოვანი მოწმეები იკითხებიან, შესაბამისად, დაცვის მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს შუამდგომლობას სასამართლო სხდომის გახსნასთან დაკავშირებით.

წინა სასამართლო სხდომაზე სასამართლოს პოზიცია აბსოლუტურად დასაბუთებული იყო, რადგან ბრალდების მხარემ მისი შესავალი სიტყვა წარადგინა დახურულ სასამართლო სხდომაზე და შესაბამისად, მიიჩნია, რომ დაცვის მხარის შესავალი სიტყვაც დახურულ სხდომაზე უნდა ყოფილიყო წარდგენილი. რადგან ჩვენ კონკრეტულ მტკიცებულებებზე მითითება მოვახდინეთ შესავალ სიტყვაში და არასრულწლოვნების სახელების და გვარების წარმოთქმა, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სხდომა დახურული უნდა ყოფილიყო. მოსამართლემ განგვიმარტა, რომ თუ მოხდებოდა სრულწლოვანი მოწმეების დაკითხვა, სასამართლო იმსჯელებს სხდომის საჯაროობასთან დაკავშირებით, ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო სხდომას გახსნის",- განაცხადა კოტეტიშვილმა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

მიხეილ კალანდიას საქმეზე დღეს ხორავას ქუჩის ის მცხოვრებლები დაიკითხებიან, რომლებიც მოზარდებს შორის დაპირისპირებას და მკვლელობას შეესწრნენ

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იმ მოწმეების გამოკითხვა მოხდება, რომლებიც ხორავას ქუჩაზე ცხოვრობენ და მკვლელობას შეესწრნენ.

როგორც ანა კოტეტიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე დღეს შუამდგომლობას დააყენებს, სხდომა საჯარო გახდეს.

"დღევანდელ სხდომაზე იქნებიან წარმოდგენილი მოწმეები, რომლებიც უშუალოდ ხორავას ქუჩაზე ცხოვრობენ და შეესწრნენ მომხდარ ფაქტს. დაცვის მხარის შუამდგომლობა იგივე იქნება, კერძოდ, სხდომის საჯაროობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით, სრულწლოვანი მოწმეები იკითხებიან, შესაბამისად, დაცვის მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს შუამდგომლობას სასამართლო სხდომის გახსნასთან დაკავშირებით.

წინა სასამართლო სხდომაზე სასამართლოს პოზიცია აბსოლუტურად დასაბუთებული იყო, რადგან ბრალდების მხარემ მისი შესავალი სიტყვა წარადგინა დახურულ სასამართლო სხდომაზე და შესაბამისად, მიიჩნია, რომ დაცვის მხარის შესავალი სიტყვაც დახურულ სხდომაზე უნდა ყოფილიყო წარდგენილი. რადგან ჩვენ კონკრეტულ მტკიცებულებებზე მითითება მოვახდინეთ შესავალ სიტყვაში და არასრულწლოვნების სახელების და გვარების წარმოთქმა, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სხდომა დახურული უნდა ყოფილიყო. მოსამართლემ განგვიმარტა, რომ თუ მოხდებოდა სრულწლოვანი მოწმეების დაკითხვა, სასამართლო იმსჯელებს სხდომის საჯაროობასთან დაკავშირებით, ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო სხდომას გახსნის",- განაცხადა კოტეტიშვილმა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი