სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობაზე, 85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის საქმეები გაერთიანდა

სოფელ ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, 85 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის საქმეები გაერთიანდა.ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა.

დღეს მიმდინარე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, დაცვის მხარე მოითხოვდა ორივე ბრალდებულის საქმის გაერთიანებას, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.

დაკავებულების ადვოკატი მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანი და სწორია.

„საქმის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება არის სწორი. ვფიქრობ, კარგი დასაწყისია ამ საქმეზე მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელებისათვის“, - აღნიშნა ადვოკატმა გილერი ენდელაძემ.

არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

მომდევნო სასამართლო სხდომა 15 აგვისტოს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, ყანდაურაში 5 ადამიანი მიმდინარე წლის 3 მაისს მოკლეს. თავდაპირველად, საქმეზე დააკავეს 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელიც ბრალს არ აღიარებდა. ასევე, მოგვიანებით დააკავეს ომარ გამყრელიძის შვილიშვილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ბრალდებით. რაც შეეხება ომარ გამყრელიძის შვილს, ნოდარ გამყრელიძეს, ამ ეტაპზე, ის გამოძიებას დაკავებული არ ჰყავს.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ამ ეტაპზე ომარ გამყრელიძეს მხოლოდ 1 ადამიანის მკვლელობაში დახმარებას ედავებიან.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა