დავით ბაქრაძე - ვიდრე ხელისუფლება ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით და რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებითაა დაკავებული, რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს

„სანამ ხელისუფლება დაკავებულია ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით და რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებით, რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს,“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს სოფელ გუგუტიანთკარში განუცხადა, სადაც საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყნის შიდა დაპირისპირებები დასრულდეს და მთელი რესურსი ოკუპაციის შეჩერებას მოხმარდეს.

„სანამ ხელისუფლება დაკავებულია ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით და რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებით, ხედავთ, რომ რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს და მიაქვს უფრო მეტი ქართული მიწა. ამიტომ აუცილებელია, შეწყდეს დამაზიანებელი შიდა დისკუსია და მთელი ჩვენი რესურსი ოკუპაციის შეჩერებას მოვახმაროთ. დღეს გუგუტიანთკარში უნდა იდგეს ყველა - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უზენაესი ინტერესია, დავდგეთ ერთად, რათა ოკუპაცია გავაჩეროთ და ადგილობრივ მოსახლეობას დავეხმაროთ.

„ევროპულ საქართველოს“ ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული საგარეო კონტაქტები აქვს. ჩვენ ყველა კონტაქტს ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორების დახმარებით, დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რუსული ოკუპაციის შეჩერებაში. აქ ჩამოსვლა არის ის სიმბოლური ნაბიჯი, რომლითაც გამოვხატავთ, რომ დღეს ყველას საერთო ამოცანა უნდა იყოს ოკუპაციის შეჩერება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის მიერ წინა ხელისუფლების მიმართ ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ გუგუტიანთკარში ამაზე საუბრის დრო და ადგილი არ არის. მისივე თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ბრალი ქართულ მხარეზე გადმოაქვს, რუსეთს „ბორდერიზაციას“ უადვილებს.

„დღეს გუგუტიანთკარში შიდა უთანხმოებებზე საუბარს არ ვაპირებ. აქ დამნაშავეა მხოლოდ ერთი - რუსეთი. ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ბრალი გადმოაქვს შიდა ქართულ განსხვავებებზე, რუსეთს ეხმარება ოკუპაციაში და უადვილებს „ბორდერიზაციას“. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი არგუმენტი შემიძლია გითხრათ, ამ ადგილზე არ ვაპირებ შიდა დისკუსიაში შესვლას იმიტომ, რომ ნებისმიერი შიდა დისკუსია და ერთმანეთში დამნაშავის ძებნა, მთავარ დამნაშავეს უადვილებს ოკუპაციის გაგრძელებას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს