არჩილ თალაკვაძე ფოთში მეთევზეებს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე ფოთში მეთევზეებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დეპუტატებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ამჯერად არჩილ თალაკვაძე ფოთში მეთევზეებს შეხვდა.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი თევზჭერის სფეროში არსებულ პრობლემებს, შესაბამის საკანონმდებლო რეგულაციებს და იმ ოჯახების მდგომარეობას შეეხო, ვინც თევზის რეწვითაა დაკავებული.

„ვაგრძელებთ საზოგადოებასთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვხვდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც სოფლებსა და ქალაქებში ყოველდღიური საზრუნავის გამო ვერ ახერხებენ პარლამენტში, მთავრობის ოფისებში მოვიდნენ ჩვენთან. ამიტომ ჩვენ ჩავდივართ მათთან და ვესაუბრებით იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. ვინიშნავთ პრობლემებს და ვაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ინიციატივასა და გადაწყვეტილებაზე. ეს ინფორმაცია 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში გამოგვადგება,”-აღნიშნა თალაკვაძემ.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ადგილობრივი გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ ფოთის მშენებარე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

არჩილ თალაკვაძე, ასევე, იმყოფებოდა თევსაჭერი გემების ნავმისადგომში „სამხრეთ მილი“, სადაც კომპანიაში დასაქმებულებს გაესაუბრა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს