ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა

18 აგვისტოს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ მიმართა. მან ყველა სამთავრობო სტრუქტურას მადლობა გადაუხადა ბანაკის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. ახალგაზრდებს კი წარმატება, წინსვლა და დასახული მიზნების განხორციელება უსურვა.

საღამოზე ლიდერებისა და ბანაკის მონაწილეების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით, დროშის აღმართვით და ფოიერვერკით დასრულდა. „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ არის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროფილური ბანაკი, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ქონდათ პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით გაეუმჯობესებინათ კვლევითი უნარები.

ბანაკი გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიმდინარეობდა.

„სწავლება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდებოდა და პროგრამა მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, რომლებიც მონაწილეთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებზე იყო მორგებული.

თეორიულმა და პრაქტიკულმა აქტივობებმა მონაწილეებს საშუალება მისცა აემაღლებინათ ცნობიერება რობოტექნიკის მიმართულებით. გარდა ამისა, საბანაკე პროგრამა დატვირთული იყო ისეთი სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით, რომელთა მომზადების პროცესში სრულად ერთვებოდნენ ბანაკის მონაწილეები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს