აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს

აფხაზეთის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობაში დაუდასტურეს, რეორგანიზაციის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო - გაუქმდა, ხოლო მისი ფუნქციები აფხაზეთის მთავრობის აპარატს გადაეცა.

რეორგანიზაციის შედეგად, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი გაერთიანდა; დაიწყო აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესი, რომლის ფუნქციები აფხაზეთის მთავრობის შესაბამის დაწესებულებებს გადაეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურმა განუცხადა, რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს აფხაზეთის მთავრობის აპარატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში. პრესსამსახურის განცხადებით, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრმა დავით გვაძაბიამ დატოვა. მის ადგილზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სიძე, დავით ფაცაცია დაინიშნა.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რამდენით შემცირდება თანამშრომლების რაოდენობა აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურებში. რეორგანიზაციის პროცესი 1-ელ ოქტომბერს დასრულდება. შესაბამისად, თანამშრომელთა შემცირების შესახებ ზუსტი ინფორმაცია სწორედ ამ დროისთვის გახდება ცნობილი.

აფხაზეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ცვლილებები დევნილ მოსახლეობაზე უფრო ეფექტურ ზრუნვას ისახავს მიზნად.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, მოქნილი და ეფექტური მთავრობის კონცეფციის განსახორციელებლად მიმდინარეობს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და ცალკეული სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება/ოპტიმიზაცია, მათ შორის ფუნქციების გადანაწილება მოსახლეობაზე ორიენტირებული რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განსახორციელებლად. ცვლილებები მიზნად ისახავს, ისეთი სტრუქტურული რეფორმის განხორციელებას, რომელიც კიდევ უფრო უკეთ უპასუხებს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმთავრეს მიზანს - დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვას, საჭიროებაზე მორგებული სამთავრობო სტრუქტურების ჩამოყალიბებას. წარმოდგენილი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები ემსახურება უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო მმართველობითი აპარატის ჩამოყალიბებას. აღნიშნული, ასევე, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას და დევნილი საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, მათ შორის, თვითრეალიზაციისა და დასაქმების პროგრამების განხორციელებას“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს