სასტუმრომ Holiday Inn Telavi ესპანელ შეფ მზარეულს ალან გონსალესს უმასპინძლა

სასტუმრომ Holiday Inn Telavi ესპანელ შეფ მზარეულს ალან გონსალესს უმასპინძლა. ესპანელი შეფ მზარეული საკუთარ გამოცდილებაზე, ქართულ და ესპანურ სამზარეულოსა და საკუთარ მიღწევებზე ambebi.ge-ს ესაუბრა.

ალან გონსალესის კულინარიისადმი ინტერესი მისმა ოჯახმა განაპირობა, რომელსაც ანდალუზიაში სარესტორნო ბიზნესი ჰქონდა. მოგვიანებით კი მან კულინარიული და გასტრონომიული მიმართულებით განათლება სპეციალურ სკოლასა და უნივერსიტეტში მიიღო.

„მზარეულობა ჩემი პროფესიაა და წლებია, სამზარეულოში ვსაქმიანობ... ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჩემს ოჯახს ესპანეთში, კერძოდ, ანდალუზიაში სარესტორნო ბიზნესი ჰქონდა. ძალიან ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, რომ ჩემები ჩართულები იყვნენ ამ ბიზნესში და მეც პატარა ასაკიდანვე ვსაქმიანობდი. მოკლედ, ეს პროფესია ბავშვობიდან შემიყვარდა“, - განაცხადა ალან გონსალესმა.

დღეს ალან გონსალესი კომპანიის HCI Hotel Collection International კორ­პო­რა­ტი­უ­ლი F&B დი­რექ­ტო­რია.

აღნიშნული კომპანია სასტუმროების ქსელს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს. საქართველოში მას ორი სასტუმრო - თელავსა და ქუთაისში აქვს.

ცნო­ბი­ლი შეფი სწო­რედ ამ ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით აღ­მოჩ­ნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ახლა თავის გა­მოც­დი­ლე­ბას ქართველ კოლ­გებს უზი­ა­რებს.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს