სააგენტო  „რეს“-ი - ზნაურის რაიონის სოფელ წნელისთან ქართველმა ძალოვნებმა ტყე გაკაფეს, გზა გაიყვანეს და საქართველოს დროშა აღმართეს

ე.წ. სამხრეთ ოსური მხარე ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს სოფელ წნელისთან „ქართული მხარის პროვოკაციული ქმედებების“ გამო მიმართავს. ამის შესახებ ცხინვალის სააგენტო „რეს“-ს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განუცხადა.

მისი თქმით, სოფლის მოსახლეობა შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია.

ჯიოევი აპირებს, 29 აგვისტოს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფორმატში აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დასვას.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში შეინიშნება ქართული პოლიციის აქტიურობა ე.წ. საზღვრის მთელ პერიმეტრზე, რაც შემაშფოთებელია.

სოფელ წნელისის მცხოვრებლებმა „რეს“-ს განუცხადეს, რომ ქართული პოსტის განთავსებით შეშფოთებულები არიან.

„წუხელ არც კი გვეძინა. იქ მთელი ღამის განმავლობაში ტრაქტორი მუშაობდა, რომელიც ჩვენ სოფელთან არის ახლოს. ვიმედოვნებთ, რომ მდგომარეობა გამოსწორდება“, - განაცხადეს სოფლის მცხოვრებლებმა.

სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ზნაურის რაიონის სოფელ წნელისთან ქართველმა ძალოვნებმა ტყე გაკაფეს, გზა გაიყვანეს და საქართველოს დროშა აღმართეს.

ჯიოევის განცხადებით, ეს ხდება მაშინ, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის აღიარების დღეს აღნიშნავს და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სხდომისთვის ემზადება, რომელიც 29 აგვისტოს გაიმართება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის