კახა კალაძე - საერთაშორისო დამკვირვებლები აფხაზეთში არ ყოფილან და თანამედროვე მსოფლიოში ამ ე.წ. არჩევნებს არავინ არ სცნობს

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არც ერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას განცხადება არ გაუკეთებია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თანამედროვე მსოფლიო ამ ე.წ. არჩევნებს არ სცნობს.

„არანაირი საერთაშორისო დამკვირვებლები იქ არ ყოფილან და თანამედროვე მსოფლიო არავინ არ სცნობს ამ ე.წ. არჩევნებს. რამდენიც უნდათ ილაპარაკონ! არავითარი საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც მართლა, რეალურად მუშაობს არჩევნების მიმართულებით, განვითარებულ ქვეყნებში ჩადიან, ან საქართველოში ჩამოდიან და აკვირდებიან არჩევნებს, ასეთ არც ერთ ორგანიზაციას ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი უკანონო ქმედებაა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს