50-მდე ქართველი და ოსი ახალგაზრდა საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროექტის ფარგლებში საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა

50-მდე ქართველი და ოსი ახალგაზრდა საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროექტის ფარგლებში საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფონდ „ლაზარედან“ აცნობეს, ბანაკი 17-დან 26 აგვისტომდე ფუნქციონირებდა.

მათივე ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, - „ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა,“ რომლის მიზანია ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივებით ქვეყნის აღმშენებლობისათვის ხელშეწყობა.

ფონდის ცნობით, აღნიშნული პერიოდი დატვირთული იყო შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით, ჩატარდა ქართულისა და ოსური ენის გაკვეთილები, სესიები კონფლიქტის ტრანსფორმაციაში, არაფორმალური განათლების თამაშები და სხვა.

მათივე ინფორმაციით, სასიამოვნო ფაქტია, რომ ახალგაზრდები თვითონ გეგმავდნენ და ყოველდღიურად ახორციელებდნენ საღამოს ღონისძიებებს, რომელიც მიზნად საკუთარი კულტურის ურთიერთგაცნობას, შერეულ ჯგუფებში გუნდურ მუშაობას და კრეატიულობის განვითარებას ისახვდა.

ცნობისთვის, „ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ ფონდი „ლაზარეს“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია და ახალგაზრდული ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ-აფხაზური ბანაკის გაგრძელებაა.

ამ საქმეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სრულ მხარდაჭერას უცხადებს და უკვე მეორე წელია პროექტს ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციას უთმობს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

50-მდე ქართველი და ოსი ახალგაზრდა საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროექტის ფარგლებში საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა

50-მდე ქართველი და ოსი ახალგაზრდა საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროექტის ფარგლებში საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფონდ „ლაზარედან“ აცნობეს, ბანაკი 17-დან 26 აგვისტომდე ფუნქციონირებდა.

მათივე ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, - „ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა,“ რომლის მიზანია ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამშვიდობო სულისკვეთების გაღვივებით ქვეყნის აღმშენებლობისათვის ხელშეწყობა.

ფონდის ცნობით, აღნიშნული პერიოდი დატვირთული იყო შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით, ჩატარდა ქართულისა და ოსური ენის გაკვეთილები, სესიები კონფლიქტის ტრანსფორმაციაში, არაფორმალური განათლების თამაშები და სხვა.

მათივე ინფორმაციით, სასიამოვნო ფაქტია, რომ ახალგაზრდები თვითონ გეგმავდნენ და ყოველდღიურად ახორციელებდნენ საღამოს ღონისძიებებს, რომელიც მიზნად საკუთარი კულტურის ურთიერთგაცნობას, შერეულ ჯგუფებში გუნდურ მუშაობას და კრეატიულობის განვითარებას ისახვდა.

ცნობისთვის, „ქართულ–ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ ფონდი „ლაზარეს“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტია და ახალგაზრდული ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ-აფხაზური ბანაკის გაგრძელებაა.

ამ საქმეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სრულ მხარდაჭერას უცხადებს და უკვე მეორე წელია პროექტს ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციას უთმობს.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო