რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე იეჰოვას მოწმეების ადამიანის უფლებათა საერთაშორისო იურისტს შეხვდა

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, იეჰოვას მოწმეების ადამიანის უფლებათა საერთაშორისო იურისტს, ანდრე კარბონოს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრას რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, იეჰოვას მოწმეთა იურიდიული სამსახურის უფროსი, მიხეილ ქოჩორაშვილი და საქართველოს ფილიალის წევრი, მაიკლ იუჯინ ჯონსი ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველოში ბოლო წლების მანძლზე ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე და ამ კუთხით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობაზე ისაუბრეს. განიხილს არსებული გამოწვევები და მიმდინარე პროცესები.

„სტუმრების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა უდიდესი პროგრესი ადამიანის უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოში, კერძოდ რელიგიური შეუწყნარებლობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების მკვეთრი შემცირების სტატისტიკა. საუბარი ასევე შეეხო 2019 წლის 19 ივლის თბილისში ჩატარებულ კონგრესს, ანდრე კარბონოს განცხადებით ღონისძიებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ზაზა ვაშაყმაძესა და რელიგიის სააგენტოს თანადგომისთვის“, - აღნიშნულია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა